|
2023-01-22 14:59:46, 2191 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის დუმის სპიკერი - კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს
რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება "გლობალურ კატასტროფას" გამოიწვევს. როგორც ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მსოფლიო "საშინელ ომამდე" მიჰყავთ. დუმის სპიკერის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, აშშ-მ და ევროპამ კაცობრიობის წინაშე "თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ". "კიევის რეჟიმისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს. თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები [უკრაინას] მიაწოდებენ იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქების დასაბომბად და შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით. კონგრესის წევრებმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ და ევროპის სხვა პარლამენტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე. ვაშინგტონსა და ბრიუსელს თავიანთი გადაწყვეტილებით მიჰყავთ მსოფლიო საშინელ ომამდე: სრულიად განსხვავებულ სამხედრო მოქმედებებამდე, ვიდრე დღეს არის, როდესაც დარტყმები ხორციელდება ექსკლუზიურად სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც იყენებს კიევის რეჟიმი. რუსული იარაღის ტექნოლოგიური უპირატესობის გათვალისწინებით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა გაიგონ, რომ ეს შეიძლება დასრულდეს გლობალური ტრაგედიით, რომელიც გაანადგურებს მათს ქვეყნებს. უსაფუძვლოა არგუმენტები, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს აქამდე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი, ლოკალური კონფლიქტების დროს. ეს იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოები არ ყოფილან სიტუაციაში, როდესაც არსებობდა მათი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე", - წერს ვოლოდინი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)