23:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-22 14:36:58, 1033 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა

კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი "იმდენად არის დასუსტებული, რომ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება".

"კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ არ არსებობს, ხერხემალი ჩანს. კეთდება, კი ბატონო, რაღაც გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება და აბა, რანაირი მკურნალობაა? შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას. ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლებაა და ინტერესი დასავლეთიდან. ამათ ეს არ შერჩებათ. დამხმარე საშუალებით რომ გადაადგილდებოდა, ახლა ვეღარ გადაადგილდება იმდენად არის დასუსტებული", - აცხადებს გიული ალასანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics