22:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 23:45:28, 2507 ნახვა

სხვადასხვა
ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა – ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია

2009 წელს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. ობოლაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავი 2-მა ჩაწერა.

"ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა". – ამბობს ობოლაშვილი ინტერვიუს ანონსში.

დაკავების დროს ვენერა ობოლაშვილმა 3 ადამიანის მკვლელობა აღიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს გავრცელებული განცხადების თანახმად, ობოლაშვილის პირველი მსხვერპლი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი იყო, რომელიც მატარებლიდან გადააგდო. შსს-ს ცნობით, ობოლაშვილმა მისი ბინა 4 000$-ად გაყიდა. 2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან ურთიერთობაში მყოფი ანატოლი კალინკა, რომლის ბინაც 50 000$-ად გაყიდა.

2009 წელს ობოლაშვილი მარტოხელა ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რომლის ბინაც 20 000$-ად გაყიდა. ობოლაშვილმა მკვლელობა აღიარა და ჩვენებაში პროცესი დეტალურად აღწერა.

დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ობოლაშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას, რის შემდეგაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ უძრავ ქონებას, ხოლო მიზნის მიღწევისას მათ კლავდა.

იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ  სამიდან მხოლოდ ერთი - მარია აზამასცევას მკვლელობა დაუმტკიცდა. სასამართლოზე იური იურკინის და ანატოლი კალინკას მკვლელობაზე აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და ის ცნობილი ვიდეოჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. გამოძიებაში მიცემული ინფორმაციას თუ სასამართლოში არ დაადასტურებ, გამოძიების გამოკითხვის ოქმს ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ

დამამძიმებელი გარემოების გარეშე ერთი ადამიანის მკვლელობა 7-დან 15 წლამდე ისჯება. ამ ფარგლებში იყო სასჯელი დანიშნული და ალბათ იმიტომაც არის დღეს თავისუფალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics