|
2023-01-21 10:36:59, 1918 ნახვა
სხვადასხვა
ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში ზვავს 28 ადამიანი ემსხვერპლა
ზვავს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, ქალაქ ნიინჩიში ჩამოწვა, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ზვავი ქალაქ ლინჩჟიში 17 იანვარს ავტომაგისტრალზე, გვირაბის შესასვლელთან ჩამოწვა, რის გამოც გვირაბში მყოფი ადამიანები და სატრანსპორტო საშუალებები ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით სასწრაფო სამაშველო შტაბმა განაცხადა, რომ 1300-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის მეხანძრეებმა, სამხედრო ნაწილებმა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მობილიზებული იყო 236 ერთეული ტექნიკა. საგანგებო სამაშველო შტაბის ცნობით, ზვავი სამშაბათს ძლიერმა ქარმა და ტემპერატურის მატებამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)