18:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 19:42:25, 1709 ნახვა

ომი უკრაინაში
კირილო ტიმოშენკო - ხერსონის ოლქში ორ დასახლებას რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაჭრილები

ხერსონის ოლქში ორ დასახლებას ანტონოვკასა და ნოვოდმიტრივკას რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაჭრილები, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, სოფელ ანტონოვკაში საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიჭრა, ხოლო რაც შეეხება სოფელ ნოვოდმიტრივკას, მისი დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. მან დასძინა, რომ დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

"ოკუპანტებმა დაბომბეს ორი დასახლება. სოფელ ანტონოვკაზე საარტილერიო თავდასხმის დროს 15 წლის ბიჭი დაიჭრა.ბერისლავის რაიონის სოფელ ნოვოდმიტრივკას დაბომბვის შედეგად კი, 1 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics