|
2023-01-20 09:42:30, 1761 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევს
ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, აღნიშნული ამოცანის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი "თანამედროვე დასავლური ტანკებია", რომელთა მიწოდებაზეც უწყვეტი მოლაპარაკებები იმართება. "ახლა ჩვენი სახელმწიფოს, ყველა ჩვენგანისა და ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანაა, ყოველდღიურად გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევენ - რამდენი დროც არ უნდა დაუთმონ ომს, რამდენი ძალისხმევაც არ უნდა დახარჯონ, რამდენი მათი მოქალაქეც არ უნდა გაყარონ კრემლის ოსტატებმა ბრძოლის ველზეც. ამ ამოცანის შესრულება შედგება სხვადასხვა ელემენტისგან, როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკურისგან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ტანკები. თანამედროვე დასავლური ტანკები, რომელთა მიწოდებაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა ზელენსკიმ და ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ომში ჩართულ კიევს ტექნიკით უკვე დაეხმარნენ, მადლობა გადაუხადა. უკრაინის ლიდერის თქმით, ახლა ყველას ყურადღება მიპყრობილია "ერთი ევროპული დედაქალაქისკენ", [იგულისხმება ბერლინი, გერმანია] რომელმაც ტანკებთან დაკავშირებით, "თანამშრომლობის ჯაჭვი" უნდა გააქტიუროს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)