|
2023-01-19 21:06:05, 1571 ნახვა
ომი უკრაინაში
„თუ პუტინი ფსონს დებს, რომ დავიღლებით, ის ცდება“ - ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს
დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რომ უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტა გადასცეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. უოლესმა ესტონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასა და იმ სამხედრო პაკეტზე ისაუბრა, რომესაც ბრიტანეთი კიევს მიაწვდის. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ასევე ვაპირებთ კიდევ 600 Brimstone რაკეტის გაგზავნას უკრაინაში, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ბრძოლის ველზე დომინირებაში“, - თქვა მან. უოლესმა ასევე თქვა, რომ დასავლეთის ერთიანობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემოჭრის წინააღმდეგ რჩება ურყევი და რომ მოკავშირეები "ამაში გრძელვადიან პერსპექტივაში არიან". „თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება. ჩვენ არსად ვქრებით, ბატონო პუტინ. ჩვენ ამ პროცესში ხანგრძლივად ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. თქვენი ანგარიში უნდა შეცვალოთ, ცვლილება უნდა შეიტანოთ, უკრაინიდან უნდა წახვიდეთ“,- განაცხადა უოლესმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)