|
2023-01-19 16:59:20, 2217 ნახვა
ომი უკრაინაში
არახამია - რუსეთი წააგებს და სასამართლო დარბაზში ვნახავთ ყველას, ვინც ბრძანებებს გასცემდა და ასრულებდა
ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი ცუდი ამბავი საოკუპაციო ძალაუფლებისთვის, - ასე აფასებს უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პუტინისა და ლუკაშენკოს გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს. როგორც არახამია Telegram-ზე წერს, ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი დასავლეთიდან, ვინაიდან უკრაინა გამარჯვებისთვის, ყველაფერთან ერთად, იურიდიულ მხარდაჭერას მიიღებს. "ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი ცუდი ამბავი საოკუპაციო ძალაუფლებისთვის. უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის - იარაღს, ფინანსურ, პოლიტიკურ და იურიდიულ მხარდაჭერას. რუსეთი წააგებს და აგებს პასუხისმგებლობას ბუჩაზე, მარიუპოლზე, დნეპრზე, ხარკოვზე, დონბასსა და ყირიმზე. სასამართლო დარბაზში ვნახავთ ყველას, ვინც ბრძანებებს გასცემდა და ასრულებდა. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი დასავლეთიდან. ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენები აუცილებლად იქნება",- წერს არახამია. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების გასასამართლებლად. ევროპარლამენტი თვლის, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს დიდ ხარვეზს საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ სტრუქტურაში და უნდა ეფუძნებოდეს იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)