|
2023-01-18 15:24:03, 2306 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროების ძალები - ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დავიწყეთ, განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია
უკრაინის უშიშროების ძალების გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათი ცნობით, ამჟამად განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია. „უკრაინის უშიშროების ძალების გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს. ამჟამად განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია, მათ შორის:
СБУ-ს თანამშრომლები ახორციელებენ საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების კომპლექსს, რათა დადგინდეს ტრაგედიის ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და დეტალები. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. СБУ-ს ხელმძღვანელობა და მთელი პერსონალი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანის სიცოცხლე ემსვერპლა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)