|
2023-01-18 12:43:09, 1657 ნახვა
ომი უკრაინაში
ავიაკატასტროფის შედეგად, უკრაინის შს მინისტრთან ერთად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი
უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის სამი ბავშვი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის მთავრობა ავრცელებს. ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. ქვეყნის ნაციონალური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ევგენი ენინი. "ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოხელეები - შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი და იურა ლუბკოვიჩი დაიღუპნენ ბროვარიში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ასევე დაიღუპა. ტრაგედიის მიზეზებს გამომძიებლები ადგენენ. იყო თუ არა ეს დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა, ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ამას მალე გავარკვევთ", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)