|
2023-01-17 18:29:57, 1555 ნახვა
სამართალი
დავითულიანი სააკაშვილზე - იმედი მაქვს, თვითდაზიანებებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ შეეცდება
ფაქტია და ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე კარგ კლინიკა "ვივამედში" იხდის სასჯელს და არა ციხეში. მას უნდა უმკურნალონ და როგორც პროტოკოლი და წესი მოითხოვს დააბრუნონ იქ, სადაც მან სასჯელი უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა "TV იმედთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაგებით უნდა მოეკიდოს და თვითდაზიანებებით არ გაიუარესოს მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულება მიხედავს და არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ სააკაშვილს, როგორც ერთ რიგით მსჯავრდებულ პატიმარს რაიმე დაუშავდეს. "იმედი მაქვს, რომ ის თავის ჯანმრთელობას სერიოზულად მოეკიდება და თვითდაზიანებებით არ შეეცდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ნებისმიერ სიტუაციაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულება მიხედავს და არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ ამ ადამიანს, როგორც ერთ რიგით მსჯავრდებულ პატიმარს რაიმე დაუშავდეს, შესაბამისად შანსი აქაც ძალიან ცოტა აქვთ თუ ვინმე ამას ფიქრობს", - განაცხადა დავითულიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)