|
2023-01-17 18:06:08, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
დონეცკის ოლქის პოლიცია - რეგიონში 36 დარტყმა დაფიქსირდა, რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 13 დასახლებული უბანი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს. დონეცკის ოლქის პოლიციის საკომუნიკაციო დეპარტამენტის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დონეცკის რეგიონში 36 დარტყმა დაფიქსირდა, რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო. აღნიშნულია, რომ მტერმა ჭურვები ესროლა ქალაქებს ავდიივკას, ბახმუტს, კრამატორსკს, ჩასივ იარს, ქალაქ ველიკა ნოვოსილკას, კომიშივკას, სოფლებს ბერდიჩის, კრასნოჰორივკას, ვესელეს, იაგიდნეს, ვრემივკას, კარლივკას, სევერნეს. დამპყრობლები ისროდნენ სარაკეტო სისტემებიდან, გრადის საზენიტო იარაღიდან, არტილერიიდან და ტანკებიდან. „რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო - პოლიციამ დააფიქსირა 36 დარტყმა დონეცკის რეგიონში. დღის განმავლობაში ცეცხლის ქვეშ 13 დასახლება მოექცა. რუსულმა არმიამ მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები“, - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)