|
2023-01-17 11:03:57, 1789 ნახვა
ომი უკრაინაში
ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინაში Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს ჯერ არ განიხილავს
კანადის მთავრობა უკრაინაში Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს ჯერ არ განიხილავს. კანადური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. ტრუდოს თქმით, კანადა უკრაინის ყველა მოთხოვნას განიხილავს და რუსეთის დასამარცხებლად, კიევს "ყველაფერს" მიაწოდებს. „ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, თუმცა ჯერ არ ვართ მზად Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა მათ შეძლონ რუსეთის დამარცხება“, - ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრი. მანამდე, კანადურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს, ქვეყანას Leopard 2-ის ტანკების გადაცემის თხოვნით მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ გერმანია ტექნიკის რეექსპორტს მხარს დაუჭერს. აღსანიშნავია, რომ Leopard 2-ის ტანკებს გერმანია აწარმოებს და საბრძოლო ტექნიკის რეექსპორტისთვის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)