|
2023-01-16 19:26:37, 1827 ნახვა
ომი უკრაინაში
СБУ-მ დნეპრის დაბომბვაში მონაწილე რუსი სამხედროების ვინაობა დაადგინა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) დაადგინა იმ რუსი სამხედროების ვინაობა, რომლებიც ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია СБУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის განცხადებით, არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. "ყოველ რუსულ სამხედრო დანაშაულს ჰყავს კონკრეტული დამნაშავე. უშიშროება დაადგენს და გამოაქვეყნებს ყველას დეტალებს სახელით - რათა არც ერთი მკვლელი სასჯელს არ გადაურჩეს. დაე, ყველა ვინც ამგვარ დანაშაულებშია ჩართული, ყოველ წუთს დაელოდოს შურისძიებას. სპეცსამსახურმა უკვე შეაგროვა მტკიცებულებების უზარმაზარი სია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და ომის ყოველი ახალი დღე აფართოებს და ავსებს მას", - განაცხადა ვასილ მალიუკმა. უწყების ცნობით, სარაკეტი იერიშში მონაწილეობდა ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის:
შეგახსენებთ, ქალაქ დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი რუსმა ოკუპანტებმა 14 იანვარს დაბომბეს. იერიშს 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 75 პირი. თავდასხმის შედეგად, მაღალსართულიან კორპუსში მთლიანად განადგურდა 72 და დაზიანდა 236 ბინა, ასევე განადგურდა 25 მანქანა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)