|
2023-01-16 13:55:05, 1638 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთთან მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს, ომი უნდა მოვიგოთ
რუსეთთან მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს, ომი უნდა მოვიგოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უკრაინას უმიზეზოდ დაესხა თავს, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს ყველა ტიპის იარაღით, ფედერაცია კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და "ასუფთავებს" ტერიტორიას. „შეწყვიტეთ თავის მოჩვენება, თითქოს არ გესმით. რუსეთის ფედერაცია უკრაინას უმიზეზოდ დაესხა თავს, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს ყველა ტიპის იარაღით, რუსეთის ფედერაცია კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და "ასუფთავებს" ტერიტორიას. რუსეთის ფედერაცია სჩადის დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს. ომი უნდა მოვიგოთ“,- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, დაბომბვას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75, მათ შორის 14 ბავშვი. კორპუსის 35 მაცხოვრებლის ბედი ამჟამად უცნობია.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)