|
2023-01-16 10:54:39, 1655 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე ავრცელებს. სტარუხის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, როგორც ზაპოროჟიეზე ასევე, მის გარეუბნებზე. „მტერმა რაიონულ ცენტრსა და გარეუბნებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. განადგურებულია სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. შემოვიდა ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ადგილზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები”,- წერს სტარუხი. ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, დაბომბვას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაჭრილებს შორის 14 ბავშვია. კორპუსის 35 მაცხოვრებლის ბედი ამჟამად უცნობია.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)