|
2023-01-16 09:47:47, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. რეზნიჩენკოს თქმით, სამაშველო ოპერაცია უკვე 40 საათია მიმდინარეობს, ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ცხედარი ამოიყვანეს. „ამჟამად მტრის თავდასხმას საცხოვრებელი კორპუსის 35 მაცხოვრებლი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაჭრილებს შორის 14 ბავშვია. კორპუსის 35 მაცხოვრებლის ბედი ამჟამად უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება“,- განაცხადა რეზნიჩენკომ. ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)