|
2023-01-16 08:53:39, 1632 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ მოქალაქეებს ესხმის თავს, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება
რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, - ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება. „რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“, - წერს ბორელი. ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 29 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)