|
2023-01-13 09:53:20, 1501 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენთან მოლაპარაკების შემდეგ - 23 უკრაინელი, რომლებიც გარდაცვლილი გვეგონა, ცოცხლები აღმოჩნდნენ
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრო ლუბინეცმა რუსეთის ომბუდსმენ ტეტიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა. მისი ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უარყო 23 უკრაინელის გარდაცვალება, რომელსაც უკრაინა გარდაცვლილად თვლიდა. “შედგა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტეტიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. განვიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებით. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და გმირებს, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, რუსული მხარე ცოცხლად ადასტურებდა. ასეთი 23 შემთხვევა გვქონდა. ეს დიდი პოზიტივია“, - განაცხადა უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე, ალბათ, პირველად გამოვიდა წინადადებებით. მისი თქმით, „გარღვევა“ არ არის, მაგრამ ტექნიკური სამუშაოები მაინც დაწყებულია (სიების გაცვლა, ინფორმაციის მიწოდება). შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს ლუბინეცმა განაცხადა, რომ გეგმავდა შეხვედრას მოსკალკოვასთან პატიმრების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 7 იანვარს ლუბინეცმა დასძინა, რომ რამდენიმე დღეში აპირებდა თურქეთში რუსეთის ომბუდსმენ ტეტიანა მოსკალკოვას შეხვედრას. 10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ლუბინეცსა და მოსკალკოვას შორის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ანკარაში და გაფართოებულ ფორმატში - თურქული მხარის მონაწილეობით გაიმართება.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)