04:45 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 23:23:51, 1332 ნახვა

პოლიტიკა
მაია სანდუ - მოლდოვამ ევროკომისიის მიერ გაცემული 35 პუნქტიდან 16 შეასრულა

"მოლდოვამ 35 პუნქტიდან 16 შეასრულა. მათ შორისაა პარლამენტის მიერ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება. კიდევ 9 ღონისძიება დასკვნით ეტაპზეა.", -  ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული კომისიის წევრებთან ისაუბრა.

შეხვედრაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც ევროკომისიის მიერ გაცემულ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობდა.

დასკვნით ეტაპზეა 9 პუნქტი, მათ შორის მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოსა და პროკურორების უმაღლესი საბჭოს კანდიდატების რიგგარეშე შეფასება, ანტიკორუფციული პროკურატურის და ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის მკაფიო კომპეტენციების დადგენა და კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა.

ასევე დასკვნით ეტაპზეა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც გადაარჩენს პოლიტიკას, ეკონომიკასა და მედიას ოლიგარქების გავლენისგან. აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღონისძიებები, რომლებიც მოლდოვას ჯერ არ განუხორციელებია, მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს. მანვე დასძინა, რომ ყველა პასუხისმგებელმა ინსტიტუტმა უნდა დააჩქაროს ძალისხმევა სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად.

„ევროპული ინტეგრაცია უზრუნველყოფს მშვიდობას, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას და აამაღლებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამ პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა ყველას შეგვიძლია“, - განაცხადა სანდუმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics