|
2023-01-12 10:23:27, 1557 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის
უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებენ, უკან დახევის ნიშნები არ არის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება, რომლის გადამღები ჯგუფი ქალაქთან ახლოს იმყოფება. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და დაკავებულნი არიან ჯარების მოვლა-პატრონობისა და ლოგისტიკის მოვალეობებში. "ჩვენ დაახლოებით შვიდი კილომეტრის მოშორებით ვართ იმ ადგილიდან, სადაც ეს ბრძოლა მძვინვარებს. თქვენ გესმით არტილერიის ხმა - აფეთქებების უმეტესობა ისმის ქალაქის მხრიდან", - თქვა ამერიკელმა კორესპონდენტმა. კორესპონდენტებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ იმ უკრაინელ ჯარისკაცთან კავშირს, რომლებიც ამჟამად სოლედარში იმყოფებიან. უკრაინელი მებრძოლის თქმით, მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება, რადგან მტერი ცდილობს ქალაქში მდებარე უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევას. ამავდროულად, ჯარისკაცი ჩიოდა, რომ მტერი აფერხებდა კომუნიკაციებს, რაც ართულებდა სხვადასხვა ქვედანაყოფების მოქმედებების კოორდინაციას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)