|
2023-01-08 21:11:25, 1816 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრამატორსკის დაბომბვას შურისძიება უწოდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან „საპასუხო ოპერაცია“ ჩაატარა მაკეევკაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდასხმის საპასუხოდ. საუბარია რუსეთის მიერ 8 იანვრის ღამეს კრამატორსკის დაბომბვაზე. დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს თქმით, სულ შვიდი დარტყმა იქნა მიყენებული. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულების შენობები, სამრეწველო ობიექტი და ავტოფარეხის კოოპერატივი. კირილენკომ თქვა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთი სხვა მონაცემებს ასახელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვა განხორციელდა უკრაინელი სამხედროების დროებითი განლაგების ადგილებზე: საერთო საცხოვრებელში No28 და No47. სააგენტო ამტკიცებს, რომ იმ დროს პირველში 700-ზე მეტი სამხედრო იყო, მეორეში 600-ზე მეტი. კრამატორსკის საკრებულომ დაბომბვის ადგილიდან ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი აჩვენებენ, რომ ჭურვები სკოლისა და ჰოსტელის შენობებში კი არ შემოფრინდა, არამედ მათ გვერდით. დონეცკის ოლქის მაკეევკაში 19-ე პროფესიული სასწავლებლის შენობას უკრაინის არმია 1 იანვარს ღამით თავს დაესხა. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ შედეგად შესაძლოა 400-მდე ადამიანი დაღუპულიყო, 300-მდე კი დაშავებულიყო. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 89 ადამიანის გარდაცვალება აღიარა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)