|
2023-01-06 17:56:02, 1835 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ეს არის „რუსული ზავის“ მნიშვნელობა - კლავს ზურგს უკან, იმიტირებს სიჩუმეს
ეს არის „რუსული ზავის“ მნიშვნელობა - კლავს ზურგს უკან, იმიტირებს სიჩუმეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ე.წ. საშობაო ზავთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რუსეთის ფედერაციის სიტყვები ყოველთვის "ცინიკური ტყუილია". "6 იანვარი - საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში. ბავშვები ისევ ცივ ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის „რუსული ზავის“ მნიშვნელობა - კლავს ზურგს უკან, იმიტირებს სიჩუმეს. არასდროს მიიღოთ რუსეთის ფედერაციის სიტყვები სერიოზულად. ის ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური ტყუილია", - აცხადებს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. საშობაო ზავის ფარგლებში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთმა უკვე დაარღვია. რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და რამდენიმე ოლქი დაიბომბა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გუშინ, 5 იანვარს გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე უნდა ემოქმედა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)