|
2023-01-06 11:50:38, 1704 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - წელს უკრაინა მოკავშირეებისგან მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა
წელს უკრაინა მოკავშირეებისგან მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულება ამბობს, რომ 2023 წლის პირველი კვირა სწორედ აღნიშნულის დასტურია. "ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, დამატებითი გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტი გამოცხადებას", - წერს კულება სოციალურ ქსელში. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირაში „ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს“ მართავს და რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან მოლაპარაკებებს ყოველდღიურად აწარმოებს. „იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრის დროს. ზოგიერთი მიიღება მათი შედეგების მიხედვით. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლივ, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაეწყო და ეს სამუშაო იძლევა კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა კულებამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)