|
2023-01-06 11:19:42, 1636 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან?
კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? - ასე ეხმაურება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ე.წ. საშობაო ზავს. როგორც დანილოვი Twitter-ზე წერს, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა ტყუილი და თვალთმაქცობაა. "კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს ნაძირალებს, რომლებიც ბავშვებს კლავენ, ბომბავენ სამშობიაროებს, აწამებენ პატიმრებს? ცეცხლის შეწყვეტა? - ტყუილი და თვალთმაქცობა. უკრაინული ღამის სიჩუმეში დაგკბენთ", - წერს დანილოვი. შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)