|
2023-01-04 14:21:03, 1023 ნახვა
პოლიტიკა
ფეიგინი - საქართველოში პრეზიდენტებს სევდიანი ბედი აქვთ
საქართველოში პრეზიდენტებს სევდიანი ბედი აქვთ, - ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა. ფეიგინი, რომელმაც მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა და 4 იანვარს გლობალური აქციაც დააანონსა, ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰგავს. "თუ პენიტენციურ სისტემას არ აქვს შესაძლებლობა, უმკურნალოს მსჯავრდებულ ადამიანს, რომელიც საავადმყოფოშია, რატომ არ შეიძლება გაგზავნონ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გარანტიით, რომ მას განკურნების შემდეგ დააბრუნებენ. ვფიქრობ, რომ ასეთი პროცესუალური შესაძლებლობა არსებობს. ვისაც არ უნდა, იგონებს მიზეზებს და ვისაც უნდა, აკეთებს. ვითარება განსხვავებულია - ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ისინი ამბობენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანივით ვეპყრობითო, მაგრამ ის ხომ პრეზიდენტია - საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საერთოდ, სევდიანი ბედი აქვთ პრეზიდენტებს საქართველოში და რატომ უნდა გაჭიანურდეს ეს საკითხი? ყველაფერი გამოიყურება, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება სააკაშვილის მიმართ, რადგან თქვენთან არიან მისი ოპონენტები. ამბობენ, რომ შეწყალების აქტის მიღება შეუძლებელია, რადგან მიმდინარე საქმეები არსებობს. ასე, ახალი და ახალი საქმეების აღძვრაც შეიძლება. ხომ გვესმის ეს როგორც მუშაობს?" - აცხადებს მარკ ფეიგინი. ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში აქციები გაიმართება.
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)