|
2022-12-30 17:26:53, 1657 ნახვა
ომი უკრაინაში
სანდუ - როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?
როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?,- ამის შესახებ მოლდვოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა მისი თქმით, რუსეთის ერთა დერთიინსტრუმენტი მუქარა და სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობებია. „ეს არის მუქარა. სამწუხაროდ, ეს არის რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარა, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, ძალიან სერიოზულია, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდოდა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა. ამ ომის დაწყების შემდეგ, როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს“,- განაცხადა სანდუმ. კითხვაზე, აპირებს თუ არა გამგზავრებას და რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრას, სანდუმ უპასუხა: „მე არაფერი მაქვს განსახილველი აგრესორ ქვეყანასთან“. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაია სანდუმ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოლდოვა გაზის მარაგს უკრაინაში და განაცხადა, რომ მოლდოვის მიერ ნაყიდი რუსული გაზი მათი ქვყენის საკუთრებაა და რუსეთის ლიდერს არ აინტერესებს სადაც შეინახება ის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)