|
2022-12-29 17:42:14, 1706 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკა - რუსეთი ჩვენს შვილებს ახალ წელს მასობრივი სარაკეტო შეტევით ულოცავს
რუსეთის ფედერაცია ჩვენს შვილებს ახალ წელს „ულოცავს“ თავისებურად - მასობრივი სარაკეტო შეტევით,- ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა Twitter-ზე წერს. ზელენსკას თქმით, ტერორისტების მზაკვრული სურვილია - უკრაინელები დატოვონ სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე. „რუსეთის ფედერაცია ჩვენს შვილებს ახალ წელს „ულოცავს“ თავისებურად - მასობრივი სარაკეტო შეტევით. ტერორისტების მზაკვრული სურვილია - დატოვონ ისინი სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე. უკრაინასაც აქვს საახალწლო სურვილი და ის ყოველი აფეთქების შემდეგ ძლიერდება. ის ახდება - დრო ჩვენ მხარეზეა“,- წერს ზელენსკა. ცნობისთვის, დილიდან რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და დედაქალაქ კიევზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა კერძო შენობა და მანქანა დააზიანა. დედაქალაქისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებლებს მოუწოდებენ, საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე, თავშესაფრებში დარჩნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)