18:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 18:43:35, 751 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს, მაცეი პოპოვსკის შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება გააცნო. შეხვედრაზე ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დროულად დასრულდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალიწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა. ევროკავშირის მხარემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის  საქართველოს მადლობა გადაუხადა.

„თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ რეგიონში და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და საქართველოს ასოცირების პროცესი ევროკავშირთან. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დეტალებს ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში“, - განაცხადა მაცეი პოპოვსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საკითხებიც განიხილეს. დელეგაცია საქართველოს 11-13 თებერვალს ესტუმრება და ევროკავშირსა და თავდაცვის სამინისტროს შორის სამუშაო გეგმის დეტალებს შეათანხმებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics