|
2022-12-29 16:05:58, 1861 ნახვა
ომი უკრაინაში
უაზრო ბარბაროსობა - კულება რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშზე
უაზრო ბარბაროსობა, - ასე აფასებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მასობრივ სარაკეტო თავდასხმას. როგორც კულება Twitter-ზე წერს, ასეთ ვითარებაში "ნეიტრალურობა" რუსეთისთვის მხარდაჭერის ტოლფასია. "უაზრო ბარბაროსობა - ეს ერთადერთი სიტყვებია, რაც მახსენდება, როცა რუსეთი ახალ წელს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში მორიგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებს. არ შეიძლება იყოს „ნეიტრალიტეტი“ ასეთი მასობრივი ომის დანაშაულების წინაშე. პრეტენზია "ნეიტრალურობაზე" რუსეთისთვის მხარის დაჭერას უდრის", - წერს კულება. ცნობისთვის, დილიდან რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და დედაქალაქ კიევზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა კერძო შენობა და მანქანა დააზიანა. დედაქალაქისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებლებს მოუწოდებენ, საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე, თავშესაფრებში დარჩნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)