|
2022-12-28 22:50:12, 1638 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აღარავის ეშინია, უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის
ჩვენ დავეხმარეთ დასავლეთს გლობალურ სცენაზე დაბრუნებაში, დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში, ყოველწლიური გზავნილით მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად პირადი ემოციებისა და ინტერესებისა, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს, პასუხი მყისიერი და მკაცრი იქნება. "ჩვენ დავეხმარეთ დასავლეთს გლობალურ სცენაზე დაბრუნებაში. დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია. უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი. ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოუვიდა. რუსეთის ყოველი ნაბიჯი შეცდომა იყო. ჩვენმა ნაბიჯებმა იმუშავა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა, მიუხედავად პირადი ემოციებისა და ინტერესებისა. თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სულიერი - ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს" - განაცხადა ზელენსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)