|
2022-12-28 11:26:58, 763 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ამ წუთებში თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოდის
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ამ წუთებში სიტყვით გამოდის. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრებს, რაც უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტის მიერ და რაც მომავალში განხორციელდება. „მოგესალმებით მეგობრებო! მე ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს საზოგადოებასთან. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მომავალშიც. ერთგვარი ტრადიციაა, რომ ყოველწლიურად მოვიდეთ საკრებულოში, ვისაუბროთ ყველა იმ პროექტზე, რომელიც განვახორციელეთ და რომლებსაც მომდევნო წლებში განვახორციელებთ. დღეს, ვისაუბრებ მასშტაბურ, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებზეც ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს და მიზნებზე, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის. ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. დღეს, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)