|
2022-12-28 10:31:15, 1607 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის საკრებულოში დღეს 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ
თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 768 მილიონ ლარს შეადგენს. დედაქალაქი ფინანსთა სამინისტროსგან 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან 136 მილიონ ლარს მიიღებს. „აღნიშნული ბიუჯეტიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და განვითარებისთვის გამოყოფილია 522,096,400 ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის - 243,813,700 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით - 211,901,700 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით - 2,029,500 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის - 38,696,300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით - 144,160,700 ლარი; განათლების მიმართულებით - 225,917,800 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით - 52,531,400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების მიმართულებით - 11,436,800 ლარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)