01:03 - 21 Aug, 2026
|
2022-12-27 16:52:14, 2318 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინა დამპყრობლებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან განდევნის - დაელოდეთ ფინალს
რუსეთმა რეალობას უნდა შეეგუოს - უკრაინა განახორციელებს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას ბოლომდე, განდევნის დამპყრობლებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არც ირანისგან მიღებული შეიარაღება და საბრძოლო მასალის ძიება დაეხმარება. "არც ტოტალური მობილიზაცია, არც საბრძოლო მასალის პანიკური ძებნა, არც ირანთან საიდუმლო კონტრაქტები და არც ლავროვის მუქარა არ დაეხმარება. რუსეთი რეალობას უნდა შეეგუოს. უკრაინა განახორციელებს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას ბოლომდე, განდევნის დამპყრობლებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩუმად დაელოდეთ ფინალს...",- განაცხადა პოდოლიაკმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)