|
2022-12-25 23:27:58, 2101 ნახვა
სხვადასხვა
ესპანეთის მეფე ფილიპე VI - ჩვენ მოწმენი გავხდით უკრაინელი ხალხის ტანჯვას
ესპანეთის მეფემ ფილიპე VI საშობაო მილოცვაში უკრაინა ომზე ისაუბრა. მონარქმა აღნიშნა რომ მსოფლიო მოწმე გახდა უკრაინელი ხალხის ტანჯვის. „როდესაც ვიფიქრეთ, რომ ყველაზე უარესი - პანდემია დავძლიეთ, თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ჩვენ მოწმენი გავხდით უკრაინელი ხალხის ტანჯვას და ღრმა მწუხარებით განვიცდით ათასობით ადამიანის სიცოცხლეს“, - ამბობს ფილიპ VI. უკრაინაში ომის შესახებ ვრცლად ისაუბრა რომის პაპმა ფრანციესკემ. "ჩვენი უკრაინელი ძმები და დები აღნიშნავენ შობას სიბნელეში და სიცივეში, სახლიდან მოშორებით 10 თვიანი ომის შედეგად გამოწვეული განადგურების გამო. მოგვეცი ძალა უფალო, დავეხმაროთ კონკრეტული ქმედებებით ყველას, ვინც ამ ტანჯვას განიცდის და გაანათლე მათი გონება, ვისი ძალაც არის იარაღი. დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს უაზრო ომი“, - მიმართა პაპმა სამყაროს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)