|
2022-12-25 18:57:57, 3024 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა , რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულებაზე მოლაპარაკება, მაგრამ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. პოდოლიაკმა პუტინის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ სხვა „ქვეყნები, მოტივები, გეოპოლიტიკა“ არ არსებობს. "სუბიექტი პუტინი უნდა დაბრუნდეს რეალობაში: პირველი. რუსეთი ცალმხრივად დაესხა თავს უკრაინას და კლავს მოქალაქეებს. მეორე: რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. გასაგებია, ამიტომაც გადავდივართ ტრიბუნალში", - აღნიშნა პოდოლიაკმა. 7 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების პირობები გამოაცხადა . მისი თქმით, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაეროს წესდების დებულებების დაცვა, ომით მიყენებული ყველა ზიანის ანაზღაურება, ყველა სამხედრო დამნაშავეს დასჯა და უსაფრთხოების გარანტიები. ამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობენ მასში მონაწილეობაზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)