|
2022-12-25 13:02:34, 2115 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინას 1000 მაღალი ძაბვის გენერატორი მიაწოდა
ევროკავშირმა უკრაინას 1000 მაღალი ძაბვის გენერატორი მიაწოდა - ამის შესახებ, საკუთარ ტვიტერზე ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა დაწერა. „ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის პროგრამამ უკვე შესაძლებელი გახადა უკრაინისთვის ასეთი დახმარების და თითქმის 78 000 ტონის მიწოდება“, - წერს ის. მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის. პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობისთვის მიეწოდება, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გენერატორები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიძინა და მათი საერთო ღირებულება 1,5 მლნ ლარია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)