|
2022-12-25 11:16:38, 1758 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ხერსონის OVA-ს ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. იანუშევიჩი რეგიონის მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, გუშინ, 24 დეკემბერს, რუსებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა 35 ადამიანი, დაიღუპა 8. მოგვიანებით ქალაქის მერის მრჩეველმა რომან ჰოლონიამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული დაბომბვის შემდეგ ვითარება კვლავ რთულია. მისი თქმით, ცეცხლის ქვეშ მოექცა ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილები - ბაზარი, სუპერმარკეტი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შობის წინა დღეს ხერსონის დაბომბვას ტერორი უწოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)