|
2022-12-23 23:49:56, 2535 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - საჭიროა მაქსიმალური ერთგულება და მტერს ყველა ფრონტზე დავამარცხებთ
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ომის დასასრული. მტერთან კომპრომისი არ იქნება. ჩვენთვის მთავარია ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა და ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფორმულა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობდეს. ამის შესახებ ინფომაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. მისივე თქმით, უნდა გავრცელდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უსაფრთხოების გარანტიები და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. მან დასძინა, რომ სამუშაო ბევრია, მაგრამ მაქსიმალური ერთგულებით შეძლებენ მტრის დამარცხებას ყველა ფრონტზე. "პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ომის დასასრული. მტერთან კომპრომისი არ იქნება. ჩვენთვის მთავარია ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა და ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფორმულა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობდეს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უსაფრთხოების გარანტიები და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, 1991 წლის საზღვრებში დაბრუნება, ინიციატივა Grain from Ukraine, სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და დასავლეთის ქვეყნებთან მუშაობა... ბევრი სამუშაოა. საჭიროა მაქსიმალური ერთგულება და ეფექტურობა და მტერს ყველა ფრონტზე დავამარცხებთ", - განაცხადა ერმაკმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)