|
2022-12-23 13:29:21, 1605 ნახვა
სამართალი
მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორმა, თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გენერალური პროკურატურის ცნობით, პროკურატურის წარმომადგენელმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებები, არსებული მიღწევები და გამოწვევები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზები, გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა: პროკურორმა და შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქმეების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებთან დაკავშირებით, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. #არაფემიციდს
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)