|
2022-12-22 15:50:41, 782 ნახვა
პოლიტიკა
მელია - თუ განაჩენი სააკაშვილის სასარგებლოდ გამოვა, მაგრამ ეს იქნება დროში გაწელილი, ესეც შეიძლება საბედისწერო იყოს
თუ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გამოვა, მაგრამ ეს იქნება დროში უსაშველოდ გაწელილი, ესეც შეიძლება იყოს საბედისწერო,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა. მელიამ აღნიშნა, რომ ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი სწრაფად დასრულდეს. "„ქართული ოცნების" დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან და ზოგადად, ადამიანის სიცოცხლესთან, განსაკუთრებით თუ ეს ოპონენტს ეხება, ცნობილია. ყველა ის ადამიანი და მოქალაქე, ვინც თავს ობიექტურად მიიჩნევს, სჯეროდა იმ რეალობის, რა რეალობაშიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი. ახლა ძალზე მნიშვნელოვანი არის, რომ ძალზე სწრაფად დასრულდეს ეს სასამართლო პროცესი, ცალსახად ჩანს განზრახვა ხელოვნურად პროცესების დროში გაწელვისა. ასეთ შემთხვევაში, თუ დამაკმაყოფილებელი განაჩენი გამოვა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, მაგრამ ეს იქნება დროში უსაშველოდ გაწელილი, ესეც შეიძლება უკვე იყოს საბედისწერო. ამიტომაც, როგორც აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება არის საზიანო, ასევე დროში გაწელილი სწორი გადაწყვეტილებაც", - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)