|
2022-12-20 21:06:31, 2189 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონის 80% ელექტროენერგიის გარეშე რჩება დაბომბვის შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების კრიტიკული ვითარება გამოაცხადა. „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაზიანების შედეგად „უკრენერგო“ ახორციელებს ელექტროენერგიის ავარიულ შეწყვეტას. ელექტროენერგიის გარეშე - რეგიონის 80%. ყველაზე რთული ვითარებაა ბუჩანსკის, ვიშგოროვსკის, ობუხოვსკის და ნაწილობრივ ფასტოვსკის რაიონებში. ეს არის 30-ზე მეტი თემი“, - წერს ყულება თავის ტელეგრამის არხზე. ყულებამ ხაზი გაუსვა, რომ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. პრიორიტეტი ენიჭება კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - საავადმყოფოებს და გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტებს. მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის მეტროს ხაზებზე მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგა. გარდა ამისა, მისი თქმით, აღდგა დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემების მუშაობა. 19 დეკემბრის ღამეს რუსებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს კიევის რეგიონსა და დედაქალაქს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და კერძო სახლები. დაშავდა სამი ადამიანი. კიევის თავზე 23 დრონიდან 18 ჩამოაგდეს. დედაქალაქში ნამსხვრევებმა სოლომენსკის რაიონში სავალი ნაწილი და შევჩენკოვსკის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრები დააზიანა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)