|
2022-12-20 15:33:24, 1724 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კირთაძის მიმართ, პოლიტიკურ ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს, ქ. ბათუმში ვ. გორგასლის ქუჩა №127-ის მიმდებარედ, გიორგი კირთაძეს, „ტელეკომპანია" ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდგომაც მის მისამართით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში ხელი დაარტყა. "ჩვენ მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს",- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ანზორ გურულიმ ბრიფინგზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)