00:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 14:21:31, 1623 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაზარდა – საქსტატის მონაცემები

საქსტატის წინსწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.2 პროცენტით გაიზარდა და (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 018.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (660.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (597.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (595.5 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 143.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 607.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 017.7 მლნ. აშშ
დოლარი).

აშკარაა, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, რუსეთს წამყვანი როლი უკავია.

საქსტატის მიხედვით, წინა წლის პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა გაზარდა, ისევე როგორც ექსპორტში. 

კატეგორიის მიხედვით ზუსტი მონაცემები ასე გამოიყურება: 


 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics