|
2022-12-20 09:47:29, 1891 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები ცდილობდნენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ ბახმუტი ტეხს რუსულ ჯარს
ოკუპანტები ცდილობდნენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი უკვე ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ ოკუპანტების გაფუჭებული არმიის ნაცვლად მოსულ დაქირავებულ მეომრებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ბახმუტი ფრონტის ხაზზე კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. "ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე - 1300 კმ-ზე მეტი აქტიური საომარი მოქმედებების წერტილიდან. მაისიდან მოყოლებული, ოკუპანტები ცდილობდნენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი უკვე ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ ოკუპანტების გაფუჭებული არმიის ნაცვლად მოსულ დაქირავებულ მეომრებს. დაფიქრდით - რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში. მალე ოკუპანტებს 100 ათასი მსხვერპლი ეყოლებათ - რისთვის? მოსკოვში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ და ყველა მებრძოლს, ვინც უკრაინის თავისუფლებას იცავს, მადლობა გადაუხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)