19:46 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 15:51:02, 1930 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს

„მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს და თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს სამხედროსთან გაიგივებულ საქმიანობას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსით განისაზღვრება თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის მინიჭების სამართლებრივი სტატუსი. „ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა მოხალისეთა ორგანიზაციები; ბევრი ახალგაზრდა გაწევრიანდა და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ უნდა იყოს ანარქიული. თავდაცვის ახალი კოდექსი ორიენტირებულია, რომ ეს თემა ჩარჩოებში მოაქციოს. ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო უფრო მეტად იყოს დაზღვეული რისკებისგან, რაც არ შეიძლება მოდიოდეს ანალოგიური ორგანიზაციების დაფუძნებისგან, სამხედროსთან გაიგივებული საქმიანობისგან“, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის კოდექსით თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ხელი შეუწყოს იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics