|
2022-12-17 12:32:40, 2548 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინმა აჩვენა, რომ უკრაინის ომის ხელმძღვანელობას საკუთარ ხელში იღებს
პუტინი ეწვია შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, შეხვდა მეთაურებს და, როგორც კრემლის გზავნილშია ხაზგასმული, მთელი დღე სამხედროებთან ერთად გაატარა. ეს არის პირველი შემთხვევა ომის თითქმის 10 თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტმა საჯაროდ აჩვენა ასეთი ღრმა ჩართულობა სამხედრო საქმეებში. კრემლის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და „სპეცოპერაციის“ ხელმძღვანელი სერგეი სუროვიკინი. ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ერთობლივ სამხედრო შტაბში. მანამდე პრეზიდენტს საჯაროდ არ უჩვენებია, რომ მტკიცედ იყო ჩართული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობაში. მან მოისმინა თავდაცვის მინისტრის მოხსენებები და გასცა ბრძანებები, რომლებიც არ ეხებოდა კონკრეტულ ოპერაციებს. მაგალითად, შეჭრის შემდეგ პუტინმა უბრძანა შოიგუს და გერასიმოვს შემაკავებელი ძალები დაეყენებინათ სპეციალური მზადყოფნის რეჟიმზე, ხოლო ზაფხულში შოიგუსთან შეხვედრის დროს მან აზოვსტალზე თავდასხმა შეუსაბამო უწოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)