04:25 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 09:49:36, 2525 ნახვა

ომი უკრაინაში
წინააღმდეგობის ცენტრი - ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან რუსეთში 40 ბავშვი წაიყვანეს

რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 40 ბავშვი წაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის“ ავრცელებს.  

ცენტრის ცნობით, რუსები უკრაინელ ბავშვებს ტოტალურ სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ, რათა ბავშვთა ბანაკებში „სამკურნალოდ“ იძულებით გაგზავნონ.

„რუსები უკრაინელ ბავშვებს უტარებენ ტოტალურ სამედიცინო გამოკვლევებს, რათა იძულებით გაგზავნონ ბავშვთა ბანაკებში „სამკურნალოდ“. წინა დღით დამპყრობლებმა რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარეში ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან 40 ბავშვი წაიყვანეს", - აცხადებენ ცენტრში.

ამასთან, ცენტრი აცხადებს, რომ ბანაკებში ბავშვებს ეუბნებიან, რომ ომი უკრაინამ დაიწყო.

„მომავალში მათ არ უბრუნებენ მშობლებს, სანამ თვითონ არ მივლენ მათ წასაყვანად, შემდეგ ოჯახებს უკან არ უშვებენ, რადგან რუსეთს საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული“,- აცხადებენ ცენტრში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics