|
2022-12-15 12:08:16, 1269 ნახვა
სამართალი
ხაჭაპურიძე - იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრები შეგვაქვს
იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრები შეგვაქვს, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს საჩივრები უკვე გამზადებულია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გრძელდება "ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით", რაც ცხადყოფს, რომ "ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა". "ბრძოლა გრძელდება საბჭოთა მეთოდებით. ამდენი წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვალა. რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული გუშინ ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, პენიტენციური სამსახურის მხრიდან, როდესაც მოიტყუა აბსოლუტურად პროცესზე მათმა წარმომადგენელმა, რომ თითქოს რაღაც ორგანიზება გაუკეთეს მის ვიდეოჩართვას... რაც შეეხება კადრებს, რაც იქნა გავრცელებული, ეს არის ზუსტად დასტური იმის, რასაც ჩვენ თვეებია ვიძახით - ეს კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)