19:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 18:43:17, 1115 ნახვა

პოლიტიკა
2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს

2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს,ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, იზრდება 52,2 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს. სამინისტროსთვის დამატებული თანხიდან:

30 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის.

32 მილიონი ლარი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის. 2023-2024 წლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 700-ზე მეტი სკოლის აღჭურვა.

2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მანდატურის სამსახურისთვის, ხოლო ინკლუზიური განათლების დაფინანსება იზრდება 3,0 მლნ ლარით.

განხორციელებული ტენდერის შედეგად, 16,5 მლნ ლარის ეკონომია წარმოიქმნა პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვაში, საიდანაც 1,7 მლნ ლარის განაწილება ხორციელდება სხვადასხვა პროგრამების დამატებით დაფინანსებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics